inteli-marexixabelashvili
Tuesday, December 9, 2014
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი ტრებინგი, ძალიან კმაყოფილი ვარ, ასეთ სერიოზულ და საინტერესო ტრენინგზე ჯერ არ ვყოფილვარ, ამას ყველა ერთხმად ვაღიარებთ. დიდი მადლობა ბატონ დათოს, რომელმაც ნაბიჯ-ნაბიჯ აგვიხსნა როგორ უნდა შეგვექმნა ჩვენი პროექტის პორტფოლიო.დღეს ავტვირთე პორტფოლიო დისკზე, მემგონი კარგი გამოვიდა ,უკეთესიც შეიძლებოდა მაგრამ........... კმაყოფილი ვარ რაც ვისწავლე.კიდევ და კიდევ დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს
Sunday, December 7, 2014
რეფლექსია მერვე დღე
ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. დღეს ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მივიღე.დღეს ვიმუშავეთ დრაივში ფაილების მიმაგრებაზე. გავაკეთე პორტფოლიოს პრეზენტაცია. (თავი მოვიკალი. აქაც მე ვარ იქაც მე ვარ. მაგარი ვარ.)
Saturday, December 6, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
საკმაოდ დატვირთული დღე იყო. ვიმუშავე შეფასების სქემაზე. ცოტა დაღლილი ვიყავი და ჩემი თავის კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ იმედია ყველაფერს ბოლომდე მოვიყვან. სახლში უნდა ვიმუშაო მოსწავლის სავარაუდო ნიმუშზე. მადლობა ბატონ დათოს.
Thursday, December 4, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგი მეექვსე დღეს განვიხილეთ შეფასების სქემა და მოკლე მონახაზი. ეს სამუშაო უფრო შრომატევადი და საპასუხისმგებლო ყოფილა. ამის გაკეთების შემდეგ პროექტი თითქმის დასასრულს მიუახლოვდება. ინტელის სახელმძღვანელოში ბევრი სასარგებლო რესურსია, რომელიც ნიმუშებად შეიძლება გამოვიყენოთ. დავალება გვაქვს წარმოვადგინოთ მოსწავლის მიერ სავარაუდო შესრულებული ნამუშევარი. შევეცდები მონახაზი მაინც გავაკეთო. აუცილებლად უნდა დავასრულო პროეტის ბუკლეტზე მუშაობა და ავტვირთო ინტერნეტში მადლობა ტრენერს .
Wednesday, December 3, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგი თანდათან აქტიურ ფაზაში შედის, განვიხილეთ კიდევ ერთხელ თითოეულის პროექტის გეგმას, ჯერ სრულად არ გვაქვს დამთავრებული, მაგრამ შუალედური პრეზენტაციები ძალიან მნიშვნელოვანია იმით რომ ვისმენთ ერთმანეთის რჩევებს, განსაკუთრებით ტრენერის მითითებებს, რომელმაც ზუსტად იცის ყველა საგნის დამხმარე რესურსები. მადლობელი ვარ ჩვენი ტრენერის.
Sunday, November 30, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
გუშინ გვიანობამდე ვიმუშავე ბუკლეტის და პროექტის გეგმის შედგენაზე, მაგრამ ცვლილებების შეტანა კიდევ მომიწევს განვიხილეთ ერთმანეთის პროექტის გეგმები და რჩევები მივეცით ერთმანეთს. გავეცანით ბევრ საინტერესო საკითხებს,რაც მუშაობის დროს გამაგვადგება. სამუშაო ცოტა შრომატავადია მაგრამ საინტერესო. მადლობა ბატონ დათოს.
Subscribe to:
Posts (Atom)